ხარკოვის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - გარდაცვლილია ხუთი ადამიანი

ხარკოვის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა - გარდაცვლილია ხუთი ადამიანი

ხარკოვის ცენტრში ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის პოლიცია "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა. წინასწარი მონაცემებით, ხალხის ჯგუფს "ჯიპის" ტიპის ავტომანქანა დაეჯახა. მომხდარის გარემოებები დგინდება. ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მუშაობენ.

ავტომანქანის მძღოლი ქალი უკვე დაკავებულია. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"