რა ხდება თბილისის 67-ე სკოლაში - მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ

რა ხდება თბილისის 67-ე სკოლაში - მოსწავლეები ქიმიის მასწავლებლის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის 67-ე სკოლის მოსწავლეები, ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის დოდო კეზუას მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მართავენ.

სკოლის მოსწავლების განცხადებით, დოდო კეზუა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ბიულეტენზე იმყოფება, შესაძლოა სკოლაში აღარ დააბრუნონ. მოსწავლეები ამის მიზეზად ქიმიის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირებას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ რამდენიმე მოსწავლეს იძულებით დააწერინეს განცხადებები, თითქოს მასწავლებელმა ბავშვებს შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა.

საპროტესტო აქციას, რომელსაც ექვსი კლასის მოსწავლეები ატარებენ, ჯერჯერობით სკოლის დირექტორი არ გამოხმაურებია, თუმცა რამდენიმე პედაგოგი მათთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. ისინი ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ და არც დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი