შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა

შემზარავი ავარია ხარკოვში: 20 წლის მძღოლმა წითელზე გაიარა და 6 ადამიანი იმსხვერპლა

ხარკოვში 18 ოქტომბრის საღამოს მომხდარი ავარიის ფაქტზე, რომლის დროსაც 6 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავარიაში დამნაშავე მძღოლი 20 წლის ოლენა ზაიცევაა. სამართალდამცველების ინფორმაციით, Lexus-ის მარკის ავტომობილის მძღოლი უკვე დაკავებულია.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 20:45 საათზე სუმსკის მოედანზე მოხდა. დიდი სისწრაფით მოძრავი "ლექსუსის" მარკის ჯიპმა შუქნიშნის წითელზე გაიარა, ტროტუარზე შევარდა და ფეხით მოსიარულეები გაიტანა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაღუპულები ძირითადად ახალგაზრდები არიან, მათი ასაკი 26-35 წლამდე მერყეობს.

ხარკოვის პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 286-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და 7-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უკრაინული მედია ავრცელებს სათვალთვალო კამერის კადრებიდან ამოჭრილ ფოტოებსაც, სადაც ჩანს ავარიის მომენტი.

იხილეთ ავარიის ადგილას გადაღებული ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"