"ასაკოვან ადამიანებს ადგილს ნუ დაუთმობთ" - ინგლისელი მკვლევარების ”უხერხული” რჩევა

"ასაკოვან ადამიანებს ადგილს ნუ დაუთმობთ" - ინგლისელი მკვლევარების ”უხერხული” რჩევა

ყველამ ვიცით, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი ასაკოვან ადამიანებს უნდა დავუთმოთ, თუმცა როგორც ჩანს, ამ აზრს ყველა არ იზიარებს.

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ადგილის შეთავაზებით ჩვენზე უფროს ადამიანების ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდებით.

ოქსფორდელი პროფესორის მუირ გრეის მტკიცებით, ხანშიშესული ადამიანები უნდა გავამხნევოთ, რომ ფეხზე დგომა შეუძლიათ, ეს მათ ფორმაში ყოფნას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა ასაკოვან ადამიანებს უნდა ურჩიონ, ესკალატორისა და ლიფტის ნაცვლად კიბეებით ისარგებლონ.

"დაფიქრდით, სანამ ხნიერ ადამიანს ადგილს დაუთმობთ. ფეხზე დგომა მათთვის მშვენიერი ვარჯიშია," - ამბობს გრეი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს