შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლია

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო, ამის შესახებ თავად მარგო ვალსტრომმა მედიასთან განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა სოციალურ ქსელებში წამოწყებულ კამპანიაზე - ადამიანები, რომლები სექსუალური ძალადობის, ანდა - სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდნენ, ჰეშთეგით #MeToo ("მეც") წერენ პოსტებს, სადაც საკუთარ ამბავს მთელს მსოფლიოს უზიარებენ.

კამპანია მსახიობ ალისა მილანოს ინიციატივით მას მერე დაიწყო, რაც ჰოლივუდის მსახიობებმა პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს.

ვალსტრომმა საკუთარი შემთხვევის დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა დასძინა, რომ თავადაც გამხდარა სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. "შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს ხდება მაღალ პოლიტიკურ დონეზეც და მე თავად გამომიცდია ეს", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კანონმდებლობა გადასახედია.

"ადამიანები, რომლებიც კამპანიაში იღებენ მონაწილეობას, ეს ქალები და გოგონები, გმირები არიან, მაგრამ მე ამის შესახებ ვფიქრობ, როგორც პოლიტიკოსი - რას ვაკეთებთ? ასეთი გამოხმაურება საკმარისი არ არის, აუცილებელია მოქმედებაც" - განაცხადა ვალსტრომმა.

მომზადებულია thelocal.se-ს მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"