ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ერთ-ერთ მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ტელეკომპანია 1TV-ის ინფორმაციით, თვითმკვლელმა თავი იმამ ზამანის მეჩეთში აიფეთქა, რომელიც ქაბულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. თვითმხილველების განცხადებით, აფეთქებას სროლები მოჰყვა.
პოლიცია აფეთქების ფაქტს ადასტურებს. სხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა შესაძლოა ათს შეადგენდეს.
ავღანეთში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა. ამჯერად პროვინცია გურში ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა.