როგორია 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო-ს პირველი მონაცემები

 როგორია 10:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობა - ცესკო-ს პირველი მონაცემები

10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 6% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 231 736 ამომრჩეველია, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"ყველა საარჩევნო უბანში ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ საკუთარი კონსტიტუციური უფლება", - განაცხადა ანა მიქელაძემ. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.

წაიკითხეთ: დარღვევები, რომელიც დილიდან საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."