რატომ გაიხსნა დაგვიანებით საარჩევნო უბანი, სადაც პრეზიდენტმა ხმა მისცა - ცესკო-ს განმარტება

რატომ გაიხსნა დაგვიანებით საარჩევნო უბანი, სადაც პრეზიდენტმა ხმა მისცა - ცესკო-ს განმარტება

მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია პრეზიდენტი, ამ უბანზე პრესისა და დამკვირვებლების დიდი ინტერესი იყო და მათი მონაცემების ჩანაწერთა წიგნში შეტანის გამო უბნის გახსნა 7 წუთით დაგვიანდა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მთაწმინდის მე-6 უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზების განმარტებისას განაცხადა.

"უბანი დილით 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა კენჭისყრისწინა პროცედურები 7 წუთის დაგვიანებით დასრულდა. ამის მიზეზი იყო ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის რეგისტრირებული ამ საარჩევნო უბანზე, შესაბამისად, საკმაოდ დიდი ინტერესი იყო მედიის მხრიდან, ასევე დამკვირვებლების მხრიდან და მთელი იმ მონაცემების შეტანას ჩანაწერთა წიგნში ესაჭიროებოდა გარკვეული დრო. სწორედ ეს გახდა 7 წუთით დაგვიანების მიზეზი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე დააფიქსირა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე მარტო მივიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."