ზაალ უდუმაშვილი - არსებული მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას

ზაალ უდუმაშვილი - არსებული მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას

მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ეს პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემით, თბილისის მერის არჩევნებში, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას.

"მინდა მივმართო ამომრჩეველს, განსაკუთრებით კი ამომრჩეველს, რომელიც ამ დრომდე არ მისულა საარჩევნო უბანთან და არ დაუფიქსირებია თავისი არჩევანი. მოგიწოდებთ ყველას აქტიურობისკენ, მოგიწოდებთ ყველას მიხვიდეთ და დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია. ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას. ასე რომ, მოსალოდნელია, რომ ამ დროიდან ხელისუფლება გაათმაგებული ძალებით შეეცდება რამენაირად ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესზე და ეს პირველ რიგში არჩევნების გაყალბებას უკავშირდება. ამის მთავარი წამალი კი სწორედ ამომრჩევლების აქტიურობაა. ჩვენ აბსოლუტურად ყველა ფრონტზე ვართ წარმოდგენილი და ვაკონტროლებთ საარჩევნო უბნებზე ვითარებას, თუმცა გადამწყვეტ როლს თამაშობს ამომრჩეველი", - განაცხადა უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."