ჩრდ. კორეული მედია იუწყება, რომ კიმ ჩენ ინმა შექმნა ვაქცინა, რომელიც შიდსს, ებოლას და სიმსივნეს კურნავს

ჩრდ. კორეული მედია იუწყება, რომ კიმ ჩენ ინმა შექმნა ვაქცინა, რომელიც შიდსს, ებოლას და სიმსივნეს კურნავს

ჩრდილოეთ კორეაში შექმნეს წამალი, რომელიც არა მხოლოდ შიდსს, არამედ ებოლას და სიმსივნეს კურნავს - ამის შესახებ ქვეყნის საინფორმაციო სააგენტო ირწმუნება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საოცარი წამალი" შედგება ჟენშენისგან, რომელიც სასუქით მოიყვანეს და ასევე, შეიცავს სხვა ინგრედიენტებსაც, თუმცა კომბინაციის შესახებ სააგენტო არაფერს წერს.

დიქტატურის საინფორმაციო არხის ცნობით, წამალი ინექციის სახით გამოვა და სახელად უწოდებენ Kumdang-2-ს.

წამალი არის ძლიერი იმუნოაქტივატორი, ინექციები ხალხს საშიში ეპიდემიებისგან დაიცავს, - ნათქვამია განცხადებაში. პრეპარატის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ინექცია უკვე გამოსცადეს აფრიკაში, სადაც აივ-ინფექციით დაავადებულების 56% დაავადებისგან სრულად განიკურნა, 44%-ის მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდა.

გაეროს ინფორმაციით, ჩრდილო კორეელებს შიმშილი ემუქრებათ, რადგან ქვეყანაში წელს ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვა იყო.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"