"სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ, ეგ კურდღელი... ავანგრევ ცხვირ-პირს" - თამაზ მეჭიაურის მწვავე პასუხი ქუცნაშვილს

"სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ, ეგ კურდღელი... ავანგრევ ცხვირ-პირს" - თამაზ მეჭიაურის მწვავე პასუხი ქუცნაშვილს

თიანეთის მერობის კანდიდატი, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილს, საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.

როგორც მეჭიაურმა "რუსთავი2"-ის ეთერში, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებების საპასუხოდ აღნიშნა, ქუცნაშვილს თავად დააწყებინა მუშაობა, საპასუხოდ კი ღალატი მიიღო. მერობის კანდიდატი სიცრუეს უწოდებს ყველა იმ განცხადებას, რომელიც ზაქარია ქუცნაშვილმა მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

ნახეთ ვიდეო

"ზაქარია ქუცნაშვილი სულელია, ნაბიჭვარი ეგ. სად მყავდა კომისიები ან პატრიარქი ვინ ახსენა, რას დადის და დაჭორაობს?! რაც შეეხება ჩემს წარსულს, ოროთახიანი "ხრუშჩოვკიდან" წამოვიყვანე, მაგან კი არა, მე მივიყვანე ეგ პარლამენტში, სპეციალისტად 1995 წელს. მე რომ პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა საქმე. ოთხი კაცი მოგვცეს მაჟორიტარ ფრაქციაში და იმიტომ შევედი, მაგისთვის იურისტის ადგილი გამეკეთებინა. ერთ წელში გამყიდა, ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი მაშინ და "პავკა მაროზოვი" დაარქვეს. რა მჭირდა მაგის მისაყვანი?! ორჯერ ვიყავი დეპუტატი და მეორე დეპუტატობაზე, ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა, იმის სანაცვლოდ, რომ სიაში ჩაწერეს ეგ. სად მნახა მთვრალი მაგ ნაძირალამ?! ქეიფიც ვიცი და ყველაფერი, მაგრამ მთვრალი არავის ვუნახივარ ჯერ. ეგ კურდღელი მთლიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა. იმდენ ადამიანს დააბრალა რაღაცეები, მაგას საერთოდ აღარ შემოუშვებენ თიანეთში.

...მაგან რომ პირველი დეკლარაცია შეავსო, ნახეთ რა წერია, პირველი ცოლის მზითვები ჩაწერა, "ჟილაია" და "სპალნა", თან დიდი თანხები მიუწერა, რადგან სხვა არაფერი ჰქონდა. ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომეულები აქვს და ოჯახის ყველა წევრი მილიონერი ჰყავს, ჩემი მამიდაშვილიც გაუბიზნესმენებია, კახეთში ღვინის მწარმოებელი გამხდარა. ეს არის ეს კაცუნა და კიდევ სხვებზე ლაპარაკობს, ერთხელ დავიჭერ და ცხვირ- პირს ავანგრევ", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."