თამაზ მეჭიაური ბოდიშს იხდის

თამაზ მეჭიაური ბოდიშს იხდის

თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური საზოგადოებას გუშინდელ პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვების გამოყენებისთვის ბოდიშს უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ნაძირალამ უნამუსობის ყველა ზღვარს გადააჭარბა, ყველას ბოდიშს გიხდით პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვებისთვის. ნერვები ვერ მოვთოკე... p.s. წინასწარ არ ვიცოდი, რომ ამ შოუს მოწყობას აპირებდნენ, მიწვეული ვიყავი არჩევნების შედეგებზე სასაუბროდ, ოღონდ არა ამ არსებასთან", - წერს მეჭიაური სოციალურ ქსელ Facebook-ში.

უცენზურო სიტყვები თამაზ მეჭიაურმა გუშინ, "არჩევანის" ეთერში დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის მიმართ გამოიყენა.

"ზაქარია ქუცნაშვილი სულელია, ნაბიჭვარია ეგ... ეგ კურდღელი მთლიელობას რომ იბრალებს, რისი მთიელია ეგ წარაკუა. იმდენ ადამიანს დააბრალა რაღაცეები, მაგას საერთოდ აღარ შემოუშვებენ თიანეთში", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."