რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით ჯადოსნური სიყვარული ნოემბერში - სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი

რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით ჯადოსნური სიყვარული ნოემბერში - სასიყვარულო ასტროლოგიური პროგნოზი

შემოდგომა ჯადოსნური პერიოდია და ბევრისთვის ასოცირდება ახალი ურთიერთობების დაწყების პერსპექტივასთან. ეს არის ყველაზე პოეტური პერიოდი იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის მეორე ნახევარში ევლინება ქვეყანას. ამიტომ განსაკუთრებით უმართლებთ ხოლმე სასიყვარულო ფრონტზე შემოდგომის პერიოდში მორიელებს, მშვილდოსნებს, თხის რქებს, სასწორებსა და ქალწულებს. თუმცა, არც სხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრება იქნება მარტივი და მოსაწყენი, კონკრეტულად ამ ნოემბერში.

ასე მაგალითად ვერძს შესაძლოა საყვარელ ადამიანთან ერთად მოკლევადიანი მოგზაურობის შანსი მიეცეს, რომელიც მას დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

ხოლო კუროების დიდ ნაწილს მოუწევს ნოემბრის 18-20 რიცხვებს შორის თავისებური "ტესტი" ჩააბაროს ფსიქოლოგიურ გამძლეობაზე. იმიტომ რომ, დიდია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დაძაბვის შანსი, რომლის მოგვარებაც მთლიანად თქვენს მოთმინებაზე იქნება დამოკიდებული.

ტყუპის ცხოვრებაში ემოციური "ტაიმაუტის" პერიოდი დგება. სასურველია, ძვირფასო ტყუპო, ცოტა ხნით თავადაც დაისვენოთ საყვარელი ადამიანის გარემოცვისგან და ამ უკანასკნელსაც მისცეთ მარტო ყოფნის საშუალება. ეს თქვენ ურთიერთობას კიდევ უფრო გაამყარებს.

კირჩხიბებს ასტროლოგები ურჩევენ ღიად და გულწრფელად ისაუბრონ მეორე ნახევართან და საყვარელ ადამიანებთან. შესაძლოა, არსებობს წყენა და კონფლიქტები, რომლის გარკვევაშიც ხელს მშვიდი საუბარი შეგიწყობთ.

ლომების დიდ ნაწილს ნოემბრის მეორე ნახევარი დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს სასიყვარულო ფრონტზე. შესაძლოა თქვენს ნამდვილ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეთ ზუსტად ახლა.

ქალწულების უმეტესობას შესაძლოა მოეჩვენოს, რომ საყვარელი ადამიანისგან სითბო და ყურადღება დააკლდა. არადა, ზუსტადაც რომ პირიქით არის. აჯობებს თავად მოიცალოთ სიყვარულისთვის  ნახეთ პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს