ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის ოჯახი მათთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალებზე საუბრობს

ზღვაში დაკარგული ჯარისკაცის ოჯახი მათთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალებზე საუბრობს

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოში, წვრთნების დროს გაუჩინარებული I კლასის რიგითის, გიორგი ნანეტაშვილის ოჯახი მათთვის თანხის გამოძალვის მცდელობის დეტალებზე საუბრობს.

"ინტერპრესნიუსი" ცოტა ხნის წინ გიორგი ნანეტაშვილის მშობლებს - გელა და სესილი ნანეტაშვილებს ესაუბრა, რომლებიც ქარელის რაიონის სოფელ რუისში ცხოვრობენ.

"ტელეფონზე არ რეკავდნენ, წერილები მოდიოდა ჩემი მამიდის სახლში, რომელიც თბილისში ცხოვრობს. წერილები კურიერს მიჰქონდა. სულ 4 წერილი მივიღეთ, სადაც ვითომდა ჩემი დაკარგული შვილი გვწერდა, რომ თურქეთში იმყოფებოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხაა. წერილები თურქეთიდან იყო გამოგზავნილი",- განაცხადა გელა ნანეტაშვილმა.

დაკარგული ჯარისკაცის დედის, სესილი ნანეტაშვილი თქმით კი, გამომძალველთაგან ერთ-ერთს პირადად შეხვდა.

"თავდაპირველად 39 000 აშშ დოლარს ითხოვდნენ, მეორე წერილში -27 000 დოლარს... ამ წერილების მიღებისთანავე დავუკავშირდით შესაბამის უწყებებს და მათთან შეთანხმებით ვმოქმედებდით. წერილის გამომგზავნს ვუთხარით, რომ ამხელა თანხა არ გვქონდა, ბოლო წერილში კი, ვითომდა ჩემი შვილი მწერდა, რომ რაც გვქონდა, ის თანხა ჩაგვერიცხა... ჩარიცხვა რომ არ მოხდა, შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე და ვითომდა შუამავალი შემხვდა კიდეც... უმძიმესი იყო ეს ყველაფერი", - აღნიშნა დაკარგული სამხედროს დედამ.

ოჯახის ინფორმაციით, თაღლითობის ბრალდებით დაკავებულთაგან ერთი ოზურგეთელია, ერთი ჭიათურელი, ერთი კი თბილისელი.

"სასამართლო პროცესზე ჩვენც გამოგვიძახეს. ვიყავით და მომხდარზე ვისაუბრეთ. არცერთ ბრალდებულს არ ვიცნობდით, არასდროს გვინახავს ეს ადამიანები ადრე", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" დაკარგული გიორგი ნანეტაშვილის დედამ.

"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს გახდა ცნობილი, რომ გონიოში, ზღვაში, ერთი წლის წინ, წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა.

როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ორი პირი ოჯახებს წერილებს დაკარგული მყვინთავების სახელით წერდა და მათგან ფულს ითხოვდა. კერძოდ, წერილებში ბოროტმოქმედები ოჯახებს არწმუნებდნენ, თითქოს გაუჩინარებული სამხედროები თავად იყვნენ, თურქეთში იმყოფებოდნენ და თანხა ესაჭიროებოდათ. არაოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულები ოჯახებისგან 39 ათასი დოლარის მიღებას გეგმავდნენ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, გონიოში, ზღვაში წვრთვნების დროს გაუჩინარებული მყვინთავების ოჯახებისთვის ფულის გამოძალვის ფაქტი სამართალდამცველებმა რამდენიმე თვის წინ გახსნეს. საქმეზე ბრალდებულები თავდაცვის სამინისტრომ და პროკურატურამ ერთობლივად დააკავეს. საქმეზე სასამართლოში ამ ეტაპზე არსებითი განხილვები მიმდინარეობს. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

2016 წლის 16 აგვისტოს, გონიოს ყოფილი სასროლეთის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში მიმდინარე წვრთნის დროს, ორი სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი გაუჩინარდნენ. სამხედროების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი