ინდოეთში ”ორსული” ბავშვი დაიბადა

ინდოეთში ”ორსული” ბავშვი დაიბადა

ინდოეთში დაიბადა ბავშვი, რომელსაც მუცელში საკუთარი ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Independent ავრცელებს.

ჩვილის დაბადების შემდეგ მუცლის ღრუში ექიმებმა მეორე ბავშვის ნაწილობრივ ჩამოყალიბებული სხეული აღმოაჩინეს. ახალშობილს ოპერაცია გაუკეთეს და ტყუპისცალი მოაცილეს.

უჩვეულო სხეული ბავშვის მუცელში ორსულობის ბოლო პერიოდში რადიოლოგმაც დააფიქსირა.

”ემბრიონი ემბრიონში” ძალიან იშვიათი თანდაყოლილი ანომალიაა, რომლის დროსაც ჩამოუყალიბებელი, დეფორმირებული პარაზიტული ემბრიონი ბავშვის ორგანიზმში იზრდება. მსოფლიოში ასეთი 200 შემთხვევაა მხოლოდ დაფიქსირებული.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს