მათ, ვისი წლიური ხელფასიც 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო საპენსიო ანგარიშზე 2%-ის ნაცვლად მხოლოდ 1%-ს ჩაურიცხავს

მათ, ვისი წლიური ხელფასიც 24-დან 60 ათას ლარამდეა, სახელმწიფო საპენსიო ანგარიშზე 2%-ის ნაცვლად მხოლოდ 1%-ს ჩაურიცხავს

მოქალაქეებს, რომელთა ხელფასი წლიურად 24 ათასიდან 60 ათას ლარამდეა, საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფო ხელფასის ოდენობის მხოლოდ 1%-ს გადაურიცხავს.

ამის შესახებ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის პროექტშია ნათქვამი.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, სახელმწიფო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო ანგარიშზე 2%-ს გადარიცხავს, იმ შემთხვევაში თუ დასაქმებული ან თვითდასაქმებული პირის წლიური ხელფასი/შემოსავალი 24 ათას ლარს არ აღემატება.

ხოლო, იმ პირების საპენსიო ანგარიშზე, რომელთა წლიური ხელფასი ან შემოსავალიც 60 ათასს აღემატება, სახელმწიფო საპენსიო შენატანს არ განახორციელებს.

"სახელმწიფო აღნიშნულ შენატანს მას შემდეგ განახორციელებს, რაც საპენსიო სააგენტოს დადასტურდება, რომ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახა დასაქმებულის, დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ გათვალისწინებული შენატანები,“-აღნიშნულია პროექტში.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი