დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ქალების მიმართ არასათანადო მოქცევის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ქალების მიმართ არასათანადო მოქცევის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი ქალების მიმართ არასათანადო მოქცევის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.

აღნიშნული დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში დაადასტურეს.

"ბოლო დღეებში რიგი განცხადება გავრცელდა დეპუტატების ქმედებებზე, მათ შორის ის, რაც წარსულში ჩემს ქცევას ეხება. ამ განცხადებების უმეტესობა ტყუილი იყო, თუმცა ვაღიარებ, რომ წარსულში არ შევესაბამებოდი მაღალ სტანდარტებს, რომელსაც ჩვენ შეიარაღებული ძალებისგან ვითხოვთ. მე ავწონე ჩემი პოზიცია და ამიტომაც ვტოვებ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას", - დაწერა წერილში მაიკლ ფელონმა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მადლობა გადაუხადა მაიკლ ფელონს გაწეული მუშაობისთვის.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, 15 წლის წინ მაიკლ ფელონი უხამსად მოიქცა ცნობილი რადიოწამყვანი ჯულია ჰართლი-ბრიუერის მიმართ. კერძოდ, როგორც გამოცემა The Sun იუწყება, 2002 წელს "კონსერვატორების" პარტიული სხდომის დროს მან რადიოწამყვანს მუხლებზე ხელი დაადო. როგორც მაიკლ ფელონის წარმომადგენელმა განაცხადა, პოლიტიკოსმა ბოდიში მოუხადა ჯულია ჰართლ-ბრიუერს ამ ინციდენტისთვის.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"