საფრანგეთმა ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე შეთანხმებას მიაღწია

საფრანგეთმა ახალი კალედონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმზე შეთანხმებას მიაღწია

საფრანგეთის ხელისუფლებამ ახალი კალედონიის თვითგამორკვევის საკითხზე 2018 წელს გასამართი რეფერენდუმის გარშემო პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა ტელეკომპანია BFMTV-ს ეთერში განაცხადა.

დამოუკიდებლობის შესახებ საყოველთაო გამოკითხვის ჩატარება საფრანგეთის შემადგენლობაში მყოფი, წყნარ ოკეანეში მდებარე არქიპელაგის თანმიმდევრული დეკოლონიზაციის შესახებ 1998 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული.

პლებისციტის ზუსტი თარიღი ჯერ არაა დანიშნული, მაგრამ ის არაუგვიანეს 2018 წლის ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

ახალი კალედონია არის საფრანგეთის განსაკუთრებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, რომელიც წყნარი ოკეანეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ახალი კალედონიის მოსახლეობა 245 ათასი ადამიანს შეადგენს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"