კუნძულ კალოლიმნოსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა

კუნძულ კალოლიმნოსთან მიგრანტების გემი ჩაიძირა

ეგეოსის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ბერძნულ კუნძულ კალოლიმნოსთან ხისგან დამზადებული გემი ჩაიძირა, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ სააგენტო „ამნა“ იუწყება.

ერთ-ერთი გადარჩენილი მიგრანტის თქმით, ბორტზე 25-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვის სამსახური ძებნის სამუშაოებს ატარებს. მომხდარი შემთხვევის

შედეგად ოთხი პირი გადარჩა, ასევე ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი.

სამაშველო ოპერაციაში სანაპირო დაცვის ოთხი გემი, Frontex-ის გემი, Super Puma-ს ვერტმფრენი, ორი ტურისტული და ერთი სატვირთო გემი მონაწილეობენ.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"