რა წერილს აქვეყნებს ბაჩო ახალაია ციხიდან

რა წერილს აქვეყნებს ბაჩო ახალაია ციხიდან

"ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე!" - ასეთ განცხადებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისივე თქმით, ის 2012 წლიდან თანამებრძოლებთან ერთად რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეობაში აღმოჩნდა.

"ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე! - ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ სხვა თანამებრძოლებთან ერთად.

დიახ, ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ. ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები - საქართველოს მარცხი რუსეთთან. მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება ამ დიდ ომში რუსეთთან მაინც ჩვენს მხარეს, საქართველოს მხარეს იქნება", - წერს ბაჩო ახალაია.

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

"მხოლოდ ერთხელ ინტერნეტით ჰქონდათ კავშირი" - მშობლების ინფორმაციით, 15 წლის მოზარდი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც გაიტაცეს

"რაც თავი მახსოვს, სულ მინდოდა პოლიციას არ გავეჩერებინე, თუ არაფერს ვარღვევდი - ვერ მოვიშორეთ "გაიშნიკური“ სტრატეგია" - რას აპროტესტებს იაგო ხვიჩია