განიხილება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პოსტზე - ირაკლი კობახიძის კომენტარი

განიხილება თუ არა დავით სერგეენკო პრეზიდენტის პოსტზე - ირაკლი კობახიძის კომენტარი

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის განხილვა არ დაწყებულა.

"კანდიდატებზე საუბარი ნაადრევია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი წელია დარჩენილი საპრეზიდენტო არჩევნებამდე, არც ერთი კანდიდატი არ განიხილება ამ ეტაპზე. კანდიდატების განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც მოახლოვდება არჩევნების თარიღი",- ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, განიხილება თუ არა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებზე.

კობახიძის თქმით, ერთი წელია დარჩენილი და ბუნებრივია, კანდიდატი დასახელდება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."