ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"

ოქტომბრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების TOP-ათეული "ბიბლუსისგან"

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" იმ მხატვრული და საბავშვო ლიტერატურის ათეულებს აქვეყნებს, რომელიც მკითხველებში ოქტომბრის თვეში ყველაზე მოთხოვნადი იყო. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 55 ფილიალში. როგორც "ბიბლუსში" აცხადებენ, რეიტინგებში არ იყო გათვალისწინებული ლიტერატურა, რომლებიც ოქტომბრის თვეში აქციის ფარგლებში გაიყიდა, რაც წიგნებზე გარკვეულ ფასდაკლებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ერთი ქართველი, დანარჩენი ორი კი - უცხოელი მწერალია.

ათეულის საპატიო პირველ ადგილს ქართველი მწერლის ალეკო შუღლაძის "გადამალვა" იკავებს, რომელიც "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში 2017 წლის იანვარში შევიდა და მას შემდეგ მკითხველებში პოპულარობას არ კარგავს. მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი" გავიდა, აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ნაწარმოები რამდენიმე წელია გაყიდვადი წიგნების ტოპ ხუთეულის უცვლელი წევრია. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - "ნასესხები სიცოცხლე".

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის. "ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა:

1. ალეკო შუღლაძის "გადამალვა"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

3. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

4. რ. ჯ. პალაციოს "საოცრება"

5. კაზუო იშიგურო "არასოდეს გამიშვა"

6. ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას"

7. დათო ტურაშვილის "ჯინსების თაობა"

8. მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდი"

9. ერიხ მარია რემარკის "სიცოცხლის ნაპერწკალი"

10. გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი"

ტოპ 10 საბავშვო წიგნი:

1. ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი

2. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

3. ჩემი პირველი ბიბლია

4. ვისწავლოთ თვლა, წერა, კითხვა, საათის ცნობა

5. ნამდვილი და მოგონილი ამბები მეორეკლასელთათვის

6. გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

7. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისათვის

8. სამახსოვრო დღიური დაბადებიდან 6 წლამდე

9. საბავშვო ენციკლოპედია

10. მსოფლიო ატლასი (პაზლებიანი წიგნი)

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს