კახეთში 54 წლის მამაკაცს შშმ პირზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

კახეთში 54 წლის მამაკაცს შშმ პირზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

კახეთის ერთ-ერთ სოფელში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 წლის ქალი სავარაუდოდ, მისმა მეზობელმა გააუპატიურა და ის ახლა ორსუალდ არის. შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილში მოხდა.

როგორც Ambebi.ge-სთან საუბარში 30 წლის ქალის და ამბობს, 54 წლის მამაკაცმა მის დასთან, ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. 7 თვის ორსულის ოჯახს გადაწყვეტილი აქვს რომ, დაბადებისთანავე ჩვილი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის გადასცეს, რადგან როგორ ამბობენ, ბავშვის გაზრდას ევრ შეძლებენ.

სექესულურ ძალადობაზე საუბრობენ თანასოფლელებიც. მათი ინფორმაციით, 30 წლამდე ქალბატონი კაცს სამეურნეო საქმისნობაში ეხმარებოდა და მასთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა. მათივე თქმით, სწორედ ამ სიახლოვით ისარგებლმა კაცმა და ძალის გამოყენებითა და მუქარით გააუპატიურა.

ამ ეტაზე ორსული ქალბატონი სოციალური მუშაკის მეთვალყურეობის ქვეშ არის. რაც შეეხება დანაშაულში ბრალდებულ მამაკაცს, ის ჟურნალისტებთან არ ჩნდება. მისი ოჯახი ამბობს, რომ ის ამჟამად სოფელში არ იმყოფება.

მეზობელ ქალთან სექსუალურ კავშირს ადასტურებს 54 წლის მამაკაცის მეუღლე, თუმცა ძალადობის ფაქტს უარყოფს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება137-ე მუხლით დაიწყო რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მათივე ცნობით, გამოკითხულია ორივე მხარე და გამოძიების ბოლო ვერსია ექსპერტიზის პასუხების მიხედვით დაიდება.

ნათია წითელაური

Ambebi.ge

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ