კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

კახა კალაძე თბილისის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. კახა კალაძე თბილისის მერიაში 08:30 საათზე მივიდა. მას უკვე ყოფილი მერი დავით ნარმანია დახვდა, რომელიც ახალ მერს ამ წუთებში მერიის შენობას ათვალიერებინებს და თანამშრომლებს აცნობს.

"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩემთვის. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, რომ ჩემი ქვეყნის დედაქალაქის არჩეული მერი ვარ. ამავადროულად, კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ეს, თუ რამდენია გასაკეთებელი, რამდენია სამუშაო. გუნდთან ერთად, მერიის თანამშრომლებთან ერთად შევძლებთ იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც დღეს ქალაქშია", - განაცხადა კალაძემ.

ახალ მერს დავით ნარმანიამ წარმატება უსურვა.

"დღეიდან ახალი მერი ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას და გადაიბარა თბილისის მერია. მინდა წარმატებები ვუსურვო და ასევე ვუსურვებ, რომ ჩვენი ქალაქისთვის ბევრი სასიკეთო პროექტი და პროგრამა გააკეთოს, რაც თითოეული მოქალაქისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. ეს 3 წელი და 3 თვე ძალიან დატვირთული იყო გამოწვევებით. ქალაქში არსებობდა უამრავი პრობლემა, რომელთა ნაწილი ჩვენი აქტიური მუშაობით და ძალისხმევით დაძლეულია. თუმცა, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დღემდე რჩება გამოწვევად. ახალ მერს თავის პროგრამაში ყველაფერი სათანადოდ აქვს წარმოდგენილი",- განაცხადა ნარმანიამ.

რაც შეეხება მის სამომავლო საქმიანობას, ნარმანიას თქმით, ცოტას დაისვენებს და საზოგადოებისთვის შემდგომ გახდება ცნობილი, სად გააგრძელებს მუშაობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."