#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება

#ფოტოჰოთსეილთან ერთად - ახალი კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც დაუვიწყარი საახალწლო მოგზაურობით დაჯილდოვდება

Hotsale.ge – ეს არის კომპანია, რომელიც ნებისმიერი მომხმარებლისთვის საუკეთესო შეთავაზებებთან და უამრავ აქციასა თუ სიურპრიზთან ასოცირდება. ცოტა ხნის წინ კი კიდევ უფრო მაღალი ხარისხის, მარტივი და კომფორტული მომსახურის შეთავაზების მიზნით საიტის განახლება მოხდა. განახლებას კომპანია განსაკუთრებული კონკურსით აღნიშნავს.

#ფოტოჰოთსეილთან ერთად - სწორედ ასე ჰქვია კონკურსს, რომელმაც სტარტი ახლახან აიღო და რომლის გამარჯვებულიც 10 დეკემბერს გამოვლინდება. საჩუქარი კი ნამდვილად განსაკუთრებულია - დაუვიწყარი საახალწლო ტური სასტუმროში Castello Mare Hotel & Wellness Resort 2 ადამიანისთვის.

მონაწილეობის წესები საკმაოდ მარტივია და მას კონკურსის დასახელებაც ცხადყოფს. www.hotsale.ge-ს განახლებულ ვებსაიტს კომპიუტერში ან სმარტფონში უნდა გადაუღოთ ორიგინალური ფოტო და ატვირთოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე ჰეშთეგით #ფოტოჰოთსეილთან. აქვე აუცილებლად უნდა მონიშნოთ Hotsale.ge-ც. რჩეულს თავად კომპანიის ადმინისტრაცია გამოავლენს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ კონკურსში რეალურად შეფასდება თავად ფოტოს კომპოზიცია და არა სოციალურ ქსელში არსებული მეგობრების რაოდენობა.

ყველაზე გამორჩეული ფოტოს ავტორი გამოვლინდება 10 დეკემბერს და საჩუქრად გადაეცემა საახალწლო ტური ”კასტელო მარეში” რომელიც აჭარაში, ციხისძირში მდებარეობს. სასტუმროში სტუმრებისთვის მოწყობილია: სპა რეკრეაციული ზონა სატრენაჟორო დარბაზით, დახურული და ღია ინფინიტი აუზით, 6 სახის საუნით, ჯაკუზით, კოსმეტოლოგიის კაბინეტით, სილამაზის სალონითა და 100-მდე დასახელების გამაჯანსაღებელ-სამკურნალო პროცედურით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი