რა ზიანი მიაყენა აზერბაიჯანს 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ

რა ზიანი მიაყენა აზერბაიჯანს 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ

აზერბაიჯანში 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად ორი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რვა კი დაზიანდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო. საცხოვრებელი სახლების დაზიანების გარდა მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიის ზონაში მუშაობენ მაშველთა ჯგუფები. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 140 კილომეტრის დაშორებით მოხდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს. მიწისძვრა აზერბაიჯანის დროით, 23:50 საათზე დაფიქსირდა. ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა.

იხილეთ ვიდეო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"