უნივერსიტეტები, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ყველაზე მაღალრეიტინგული მაგისტრანტები სწავლობენ

უნივერსიტეტები, სადაც ბიზნესის ადმინისტრირების ყველაზე მაღალრეიტინგული მაგისტრანტები სწავლობენ

ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულება საქართველოში ტრადიციულად ინარჩუნებს პოზიციას ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს შორის. 2017 წლის გამოცდების ჩაბარების შედეგად სამაგისტრო საფეხურზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით 100%-იანი სახელმწიფო გრანტით 75 მაგისტრანტი დაფინანსდა. ყველაზე მეტი დაფინანსება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის და საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტის მაგისტრანტებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა, რომელმაც წელს სტუდენტების პირველი ნაკადი მიიღო, სწავლების სრულიად ახალი ფორმატი და პროგრამა შესთავაზა სტუდენტებს.

”სამაგისტრო პროგრამა, სახელად ”ბიზნესის ადმინისტრირება და თანამედროვე ტექნოლოგიები” მიზნად ისახავს მოამზადოს ბიზნესის ადმინისტრირებაში სიღრმისეული ცოდნის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეეძლება ტექნოლოგიების გამოყენებით ეფექტიანი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღება. პროგრამა სრულიად განსხვავებულია ყველა არსებული ბიზნესის სამაგისტრო პროგრამისგან საქართველოში. იგი სტუდენტს ასწავლის სისტემურ აზროვნებას, მსოფლიოს უახლეს ციფრულ ტრენდებს, რომელიც ბიზნესში სხვადასხვა პროცესების გასაუმჯობესებლად გამოიყენება. აღნიშნული მიდგომა უპრეცედენტოა და ვფიქრობთ რომ სწორედ ამან განაპირობა საქართველოს ყველაზე მაღალრეიტინგული სტუდენტების ინტერესი ჩვენს მიმართ,’’- განმარტავს ბიზნესისა და ტენოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი, ნინო ენუქიძე.

ჩვენ, ასევე, დავინტერესდით, თუ რატომ ირჩევენ სტუდენტები ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებას, როგორ ემზადებიან ისინი სამაგისტრო გამოცდებისთვის და რამდენად კმაყოფილები არიან სასწავლო პროცესით. აღნიშნული კითხვებით მივმართეთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ერთ-ერთ მაგისტრანტს გიორგი ცერცვაძეს, რომელიც ამჟამად BDO Georgia-ში კორპორაციული ფინანსების განყოფილებაში მუშაობს.

“სკოლა გორში დავამთავრე. ბაკალავრიატზე კითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რომელიც წელს დავამთავრე და უკვე ერთი თვეა, BDO Georgia-ში ვმუშაობ.

ამის პარალელურად გადავწყვიტე მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი პირველ რიგში იყო ის, რომ არ მინდოდა,განვითარების რიტმს ჩამოვრჩენილიყავი. ამიტომ ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, დასვენებას კვლავ სწავლის გაგრძელება ვარჩიე. კიდევ ერთი მოტივი იყო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის გამოჩენა, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტია და ყველაზე თანამედროვე და უპრეცედენტო მიდგომა აქვს სწავლების მიმართ.

რა კრიტერიუმების მიხედვით შეარჩიეთ უნივერსიტეტი?

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არაერთი პროფესიონალის რეკომენდაციის შემდეგ შევარჩიე. შევიტყვე, რომ ახალი უნივერსიტეტია, ინოვაციური მიდგომით და ძლიერი გუნდით, რამაც ძალიან დამაინტერესა.

რამდენად კმაყოფილი ხართ სწავლის პროცესით?

BTU-ში სწავლება თანამედროვე მეთოდებით მიმდინარეობს. ახალგაზრდა, პროფესიონალი ლექტორები მუდმივად საინტერესო ქეისებს გვთავაზობენ. გვასწავლიან ბიზნესში გამოყენებული უახლესი ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ. კონკრეტულ საგნებს შესაბამისი პრაქტიკის მქონე ლექტორები გვიკითხავენ. თეორიულ ცოდნასთან ერთად კი პრაქტიკული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფშიც კარგი გარემოა. მაგისტრანტების დიდი ნაწილი უკვე დასაქმებულია საკუთარი პროფესიით. ვფიქრობ, იქ მოვხვდი, სადაც მინდოდა, ვყოფილიყავი.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი