დავით მათიკაშვილი - ლარი აუცილებლად დასტაბილურდება

დავით მათიკაშვილი - ლარი აუცილებლად დასტაბილურდება

დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ლართან დაკავშირებით სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გაუფასურების საკითხს გამოეხმაურა.

"რამდენიმე ხნის წინ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ როცა ლარი გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, აუცილებლად განახორციელებს ინტერვენციას. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეროვნული ბანკი და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ შესაბამისი სტაბილურობა იყოს შენარჩუნებული. ეს ასე იქნება. აუცილებლად დასტაბილურდება ლარი. საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა - თავისას. მე მჯერა, რომ ჩვენ ამ პრობლემის წინაშე არ დავდგებით", - განაცხადა მათიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."