რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

ცოლი და შვილები კაცს 6 წლის მანძილზე ჰყავდა ჩაკეტილი და გარეთ გასვლის ნებას არ აძლევდა. ”დეილი მეილის” ინფორმაციით, შეთხვევას, რომელიც რუსეთში მოხდა, პოლიცია იძიებს.

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება. ლილიამ შვილები ტყვეობის პერიოდში გააჩინა.

წყვილმა ერთმანეთი თათარი მუსულმანების გაცნობის საიტზე გაიცნო, ოფიციალურად დაქორწინებულები არ ყოფილან, თუმცა ქორწინების რელიგიური რიტუალი შედგა.

ლილია ქმარმა მოსკოვთან ახლოს, პუშკინოში ჩაკეტა სახლში, რომელსაც ფანჯრები ამოქოლილი ჰქონდა, ოთახებში დღის შუქი არ შედიოდა.  მსხვერპლის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯოჯოხეთური წლების მანძილზე 4-ჯერ იყო ორსულად.

პოლიციასთან დაკავშირება ქალმა მხოლოდ ახლა მოახერხა, სამართალდამცველებმა სახლის კარი შეანგრიეს და ლილია და მისი ოთხი შვილი გაათავისუფლეს.

ქალის ინფორმაციით, ბავშვები ქმარმა რამდენჯერმე გაიყვანა გარეთ, თუმცა თავად სახლის დატოვება ეკრძალებოდა.

”წიხლებს მირტყამდა, ჯოხით მცემდა... ჩვენს შვილს ეუბნებოდა - ”რუსლან, რომ გაიზრდები, ასე უნდა ცემო შენც დედაშენი, მუშტებით, წიხლებით, რადგან ის ძალიან ცუდი ქალია!” ბევრ საშინელებას ეუბნებოდა შვილებს ჩემზე.

”ექვსი წელი მაწამებდა, მცემდა, ამას ბავშვები ხედავდნენ...” - ყვება ჟურნალისტებთან ბალიანოვის ცოლი.

ამჟამად ქალი შვილებთან ერთად თავშესაფარში იმყოფება. ბავშვებს მეტყველებისა და განვითარების პრობლემები აქვთ.

მოძალადე მამაკაცს, სავარაუდოდ, 7 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

”პირველად მაშინ მცემა საშინლად, როდესაც პირველი შვილი გავაჩინე. ჯერ კიდევ ძუძუთი კვებაზე მყავდა ბავშვი, როცა კიდევ დავორსულდი. მეუბნებოდა, რომ სახლის დატოვებას მხოლოდ მაშინ შევძლებდი, როდესაც ჩემი მშობლები 200 მლნ რუბლს გადაუხდიდნენ,” - ამბობს ლილია.

 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს