"ვენდიმ" 2017 წლის საბავშვო "ევროვიზიის" მონაწილეებს უმასპინძლა

"ვენდიმ" 2017 წლის საბავშვო "ევროვიზიის" მონაწილეებს უმასპინძლა

"ვენდიმ" 2017 წლის საბავშვო "ევროვიზიის" მონაწილეებს უმასპინძლა და ქართველი კონკურსანტის გრიგოლ ყიფშიძის მხარდასაჭერი ღონისძიება გამართა. ზალიკო სულაკაურის კარიკატურები, ილუზიონისტების შოუ, გრანდიოზული ტორტი, სასიამოვნო მუსიკა და კარაოკე - "ვენდიმ" 16 ქვეყნის წარმომადგენელს მრავალფეროვანი ღონისძიება შესთავაზა.

"მოხარულები ვართ, რომ ევროვიზიის კონკურსი წელს საქართველოში ტარდება. აღნიშნულ კონკურსს, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭრთ. ძალიან გვინდა საქართველოს წარმომადგენელმა გაიმარჯვოს. სამოცამდე სტუმარს ვუმსპინძლეთ და სხვადასხვა სახის ღონისძიება შევთავაზეთ"- ამბობს "ვენდის" მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ელენე კოხრეიძე.

საბავშვო "ევროვიზიის" კონკურსი 26 ნომბერს, 19:00 საათზე, თბილისის ოლმპიურ სასახლეში გაიმართება. მასში 16 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

"დღეს, ყველა კონკურსანტი ერთად "ვენდიში" შევიკრიბეთ და ვერთობით. გვინდა საქართველო სხვა ქვეყნის მონაწილეებს გავაცნოთ. როგორც ვიცი, ძალიან მოსწონთ აქაურობა. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თითეული მათგანი თავისებურად დასამახსოვრებელია და კარგი კონკურენცია იქნება", - აღნიშნა AMBEBI.GE-სთან საუბარში ქართველმა კონკუსანტმა გრიგოლ ყიფშიძემ.

ხმის მიცემა "ევროვიზიის" ოფიციალურ გვერდზე 24 ნოემბრიდან დაიწყება.

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი