ხატია დეკანოიძე - რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?

ხატია დეკანოიძე -  რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ არ დაამშვიდა პრემიერმა მოსახლეობა?

"ნაციონალური მოძრაობის" წევრს ხატია დეკანოიძეს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

როგორც ხატია დეკანოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სპეცოპერაცია, რომელიც უკვე 21 საათია უშედეგოდ გრძელდება და ხალხის ცხელი წერტილიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება, "უთავბოლოდ" იყო დაგეგმილი.

ხატია დეკანოიძე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას აკრიტიკებს და აცხადებს, ის ეპიცენტრის ადგილზე მხოლოდ 22 საათის დაგვიანებით მივიდა, რაც გაუმართლებელია.

"არსებობს ძალიან ბევრი კითხვა მიმდინარე სპეცოპერაციის გარშემო. პირველ რიგში, რატომ არ განხორციელდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც იქ ცხოვრობენ?! როგორ მოხვდნენ კბილებამდე შეიარაღებული ადამიანები თბილისის ცენტრში, ერთ-ერთ კორპუსში ისე, რომ მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დაზვერვის სამსახურს?! როგორ მოხდა ისე, რომ სუს-ის პრესცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სპეცოპერაციის მხოლოდ მე-20 საათზე ადგენენ ტერორიტების ვინაობას. რატომ შეუშვეს ბავშვები სკოლებსა და ბაღებში და რატომ მოხდა მათი ევაკუაცია სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ?! რატომ მივიდა შს მინისტრი მხოლოდ 22 საათის შემდეგ ადგილზე, რატომ გაიპარა ის კანცელარიიდან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ - რატომ დაემალა ჟურნალისტებს?! რატომ არ დაამშვიდა პრემიერ- მინისტრმა მოსახლეობა?! რატომ ჰგონია ჩვენს ხელისუფლებას რომ საზოგადოება არ იმსახურებს იმ კითხვებზე პასუხის გაცემას, რომელიც დაგროვდა", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან სპეცოპერაციის დროს დაჭრილ სპეცრაზმელებს გამოჯანმრთელება უსურვა, ხოლო კორპუსში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სიმშვიდე უსურვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."