"სამსუნგის" პოპ-აპი პირველად საქართველოში

"სამსუნგის" პოპ-აპი პირველად საქართველოში

"სამსუნგის" პოპ-აპი თბილისი მოლში გულგრილად გვერდის ავლას გამორიცხავს. არ არსებობს, რომ ვირტუალური რეალობის სამყაროში მოგზაურობის ან სხვა ჭკვიანი უახლესი მოწყობილობების მოსინჯვის სურვილი არ გაგიჩნდეს, განსაკუთრებით, ისეთ ადგილას, - სადაც ყველა საშოფინგოდ ან გასართობად მიდის, ანუ თავისუფალი დრო აქვს.

თბილისში სამსუნგმა ამ კონცეფციის მაღაზია პირველად გახსნა, თან ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ადგილას - სავაჭრო ცენტრის ცენტრალურ ატრიუმში.

რა შეგიძლია სამსუნგის პოპ-აპში:

- სამსუნგის უახლესი მობილური ტექნიკისა და აქსესუარების დატესტვა და შეძენა (გაითვალისწინე, რომ პროდუქციის შეძენისას აუცილებლად დასაჩუქრდები).

- სახალისო და მომგებიან კონკურსებში ჩართვა.

- 4D VR სკამით მოგზაურობა ვირტუალურ რეალობაში.

ახლა კონკურსებსა და საჩუქრების შესახებ უფრო დეტალურად მოგიყვები:

შედიხარ თბილისი მოლში, გაიხედავ მარცხნივ ესკალატორებისკენ და იპოვი სამსუნგის პოპ-აპს. მიხვალ, დაგხვდებიან ყურადღებიანი და მომღიმარი კონსულტანტები და აგიხსნიან რომელ კონკურსში შეგიძლია ჩაერთო („გააგზავნე საახალწლო მილოცვა“; „დახატე ნოუთში“)

მაგალითად, 18 ნოემბრიდან 25 დეკემბრამდე შეგიძლია სტენდზე წარმოდგენილ Note 8-ში შექმნა საახალწლო მილოცვა და შენთვის საყვარელ ადამიანს გაუგზავნო. ეს მილოცვა შეიძლება იყოს ცოცხალი შეტყობინების (Live Message), Selfie ვიდეოს ან Note შეტყობინების ფორმატში. თქვენი მილოცვა სამსუნგის ოფიციალურ Facebook გვერდზე (Samsung Georgia) აიტვირთება. იანვრის დასაწყისში ჟიური 3 ყველაზე ორიგინალური მილოცვის ავტორს გამოავლენს, რომელთაგან საუკეთესოს საჩუქრად ჯადოსნური პრიზი - Samsung Galaxy Note 8 გადაეცემა.

მოკლედ, პოპ-აპი ძალიან სახალისოა! გამოსცადეთ თქვენი შესაძლებლობები, შექმენით ბევრად მეტი სამსუნგთან ერთად და თან დაჯილდოვდით.

თბილისი მოლში სამსუნგის პოპ-აპი 31 იანვრამდე დაგხვდებათ.

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი