როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაძვის ხე ახალი წლისთვის?

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაძვის ხე ახალი წლისთვის?

ახალი წლის დადგომამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და საახალწლო სამზადისიც აქტიურ ფაზაში შედის. წინასაახალწლო პერიოდი და დღესასწაულისთვის მზადების პროცესი თავად დღესასწაულზე არანაკლებ ამაღელვებელი და სასიამოვნოა. ახალი წლის მთავარი ატრიბუტის ნაძვის ხის შერჩევა-შეძენაც უკვე დაიწყო მომხმარებელმა, ეს პროცესი კი სულაც არ არის მარტივი და საკმაოდ დიდ დაკვირვებას საჭიროებს. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე წლებია მომხარებელთა უმრავლესობა ხელოვნურ ნაძვის ხეს ანიჭებს უპირატესობას, რაც ბუნების დაცვის კუთხით ნამდვილად სასიამოვნო სიახლეა. ჩვენ ვეცადეთ იმ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაგვემახვილებინა ყურადღება, რომელიც დაგეხმარებათ საუკეთესო ხელოვნური ნაძვის ხის სწორად შერჩევაში:

• მაღაზიაში წასვლამდე, წინასწარ გაზომეთ სახლის ის პერიმეტრი, სადაც ნაძვის ხის დადგმას გეგმავთ და ამ ზომების შესაფერისი სიმაღლისა და სიგანის ნაძვის ხე შეიძინეთ, რათა მთავარი საახალწლო ატრიბუტი თქვენს სახლში სივიწროვისა და დისკომფორტის გამომწვევი მიზეზი არ გახდეს.

• აუცილებლად გაარკვიეთ რა მასალისგანაა დამზადებული ნაძვის ხე, რომელ ქვეყანაშია წარმოებული და რამდენად გამძლეა. მასში შემავალი ქიმიური ნივთიერები ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვებისთვის? მსგავსი ინფორმაცია დატანილი უნდა იყოს ნაძვი ხის ჩასადებ ყუთზე ან ეტიკეტზე.

• ხარისხიან ნაძვის ხეს არ უნდა ჰქონდეს მძაფრი სუნი. მკვეთრი სუნი მიუთითებს, რომ ნაძვის ხე დაბალი ხარისხის ქიმიური ნივთიერებებისგან არის დამზადებული.

• განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ ნაძვის ხის ფეხი. ის უნდა იყოს რკინის, მყარი და მაქსიმალურად სანდო, რომ აქსესუარებით მორთვის შემდეგ სიმყარე შეინარჩუნოს.

• ხშირი წიწვებით უნდა იყოს ნაძვის ხის ტოტები დაფარული, რომ სათამაშოების ჩამოკიდების შემდეგ არ დეფორმირდეს და არ დაზიანდეს.

საუკეთესო ხარისხისა და მრავალფეროვანი ნაძვის ხეების ფართო ასორტიმენტი წელს "ბიბლუსი გალერეებშია" წარმოდგენილი. გარდა ნაძვისხეებისა, აქ არის საახალწლო აქსესუარების ყველაზე ტრენდული არჩევანი მისაღები ფასებით. გარდა "ბიბლუსი გალერეებისა" ნაძვისხეებისა და საახალწლო აქსესუარების შედარებით მცირე ასორტიმენტი გელოდებათ "ბიბლუსის" შემდეგ ფილიალებშიც: გუდვილი, სითი მოლი, თბილისი მოლი და ისთ ფოინთი. გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და შეარჩიეთ საუკეთესო ნაძვის ხე მარტივად.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი