აიცილეთ თავიდან გაციება - გრიპის მარტივი პროფილაქტიკა

აიცილეთ თავიდან გაციება - გრიპის მარტივი პროფილაქტიკა

დღეს გრიპის პროფილაქტიკისა და სწრაფი მკურნალობის უამრავი პრეპარატი იყიდება, მაგრამ უმჯობესია, თუ თადარიგს დაიჭერთ და სამკურნალო მცენარეებს მოიმარაგებთ. სამკურნალო მცენარეების ნაყენი ბევრად საიმედო საშუალებაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას.

გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა მიმართოთ. თუმცა, ექიმის დანიშნულებასთან ერთად შეიძლება გამოიყენოთ მკურნალობის ხალხური რეცეპტებიც:

ასკილის ნაყენი - ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სუფრის კოვზ ნედლეულს დაასხით 1 ლიტრი ცივი წყალი, ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში.

დალიეთ ყოველ 2-3 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია, ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ.

ცაცხვი და ძახველი - თითო წილი ცაცხვის ყვავილი და ძახველის ნაყოფი დააქუცმაცეთ, აურიეთ ერთმანეთში და 2 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი ღამით 1-2 ჭიქა.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს