ჩრდილოეთ კორეაში აიკრძალა ყველანაირი შეკრება, სადაც ხალხი იმღერებს და ალკოჰოლურ სასმელს დალევს. "ტელეგრაფის" ინფორმაციით, გადაწყვეტილება დიქტატურაში საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შედეგად დამძიმებული მდგომარეობის დასაძლევად მიიღეს."ფხენიანმა მოიფიქრა სისტემის შექმნა, რომლის საშუალებითაც პარტიული ორგანოები მუდმივად მოამზადებენ ანგარიშს ხალხის ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ამიტომ აიკრძალა წვეულებები, სადაც ისინი დალევენ ალკოჰოლს, იმღერებენ, გაერთობიან," - აცხადებენ სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურში. აკრძალვის შესახებ მას მერე გახდა ცნობილი, რაც ყველასთვის მოულოდნელად ივლისში ფხენიანში ძალიან პოპულარული ლუდის ფესტივალი გაუქმდა. ჩრდილოეთ კორეელებს, რომლებსაც უამრავი აკრძალვა აქვთ, ამიერიდან დედის დღის აღნიშვნის უფლებაც აღარ ექნებათ, რადგან დედების მიმართ პატივისცემის გამოხატვა აკნინებს კიმ ჩენ-ინისადმი თაყვანისცემას.მმართველ წრეებში განაცხადეს, რომ ყვავილების თაიგულების მირთმევა, ან - პატივისცემის სხვა სახით გამოხატვა მხოლოდ კიმ ჩენ-ინის მიმართ არის დასაშვები.