საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი

საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა, შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების გამოყენებით იყოს შესაძლებელი

ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

"ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს", - აღნიშნა მან.

გროისმანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ დღეს უკრაინული ბიზნესი ძალიან დაინტერესებულია საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებით და პირიქით და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

"მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ მთელი ჩვენი სამთავრობო გუნდი მზად არის, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების განვითარებას", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."