როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი ოქრო?

ხშირია შემთხვევები, როცა ოქროს შეძენისას მომხმარებელი მოტყუებული რჩება და ოქროს ნაკეთობა იმ ხარისხის არ აღმოჩნდება, რაც ყიდვისას უთხრეს.

როგორ შევიძინოთ ოქროს ნაწარმი ისე, რომ ხარისხში არ მოვტყუვდეთ? - ამ საკითხზე ძვირფასი ქვებისა და ლითონების ექსპერტს თამაზ გულედანს ვესაუბრეთ:

- ბატონო თამაზ, ოქროს ფასით დავიწყოთ, რა მდგომარეობაა ამ მხრივ ქართულ ბაზარზე?

- ოქროს ნაკეთობები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაძვირებულია - ასეა მსოფლიო ბაზარზე და ასეა ჩვენთან - საქართველოშიც. კერძოდ: 375 სინჯის ოქროს ფასი 34-35 ლარია, 583-585 სინჯის ოქრო 63-64 ლარი ღირს, 750 სინჯისა - 84-85 ლარი, ხოლო 958 სინჯის ოქროს ფასი 105-106 ლარია. დღეს ქართულ ბაზარზე სხვადასხვა სახის ოქრო იყიდება: ე.წ რუსული ოქრო, თურქული, იტალიური თუ ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოსული... საერთოდ, ყველანაირი ოქრო კარგია, თუ მასში დიდი რაოდენობით სპილენძი არ არის შერეული.

- როგორ ახერხებენ ოქროს ნაწარმში სპილენძის შერევას?

- ამ რამდენიმე წლის წინ ზოგიერთი ხელოსანი ამას მართლაც აკეთებდა: ოქროს ნაწარმს სპილენძს ურევდა და სამკაულებს ასე ამზადებდა, მაგრამ ეს ჩუმად, მიწისქვეშა პირობებში ხდებოდა. როდესაც ოქროს სპილენძი აქვს შერეული, ვიზუალურად არაფერი ეტყობა, მაგრამ სპეციალისტი მაშინვე ამჩნევს,

რომ ეს დაბალი ხარისხის ოქროა. ამიტომ, ჩემთან ხშირად მოდიან კლიენტები და მთხოვენ, ესა თუ ის ნაკეთობა შევამოწმო. რა თქმა უნდა, მე მაშინვე ვეუბნები, თუ რომელიმე სამკაულს სპილენძი აქვს შერეული. საბედნიეროდ, ბოლო წლებში მსგავსი ფაქტები შემცირებულია, ვინც ოქროს ფალსიფიკაციას ეწეოდა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი გაიქცა, ზოგიერთი კი, ამ უკანონო საქმიანობას თავისით შეეშვა, თუმცა ერთეული შემთხვევები მაინც არის. ასეთ ნაკეთობაში სინჯი, რომელიც სამკაულს აწერია, რეალობას არ შეესაბამება. ქართულ ბაზარზე არის აზიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან შემოსული საიუველირო ნივთები, რომელსაც უფრო მაღალი სინჯი აწერია, რეალურად კი, მისი ხარისხი ნაკლებია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი