15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს მარიხუანას კექსი აჭამა

15 წლის მოსწავლემ მასწავლებელს მარიხუანას კექსი აჭამა

საფრანგეთის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლე მასწავლებელს ნამცხვრით გაუმასპინძლდა. როგორც აღმოჩნდა, კექსი მარიხუანის იყო.

შემთხვევა ქალაქ მენესიში მოხდა, პარიზის სამხრეთით, სპორტის გაკვეთილზე. წინა დღეს მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზა, სადილისთვის სახლიდან თითოეულ მათგანს რაიმე საკვები მოეტანა.

ერთ-ერთმა მოსწავლემ, 15 წლის ბიჭმა გადაწყვიტა, შოკოლადის ნამცხვრისთვის მარიხუანაც დაემატებინა, ამის შესახებ არავინ იცოდა.

კექსი მასწავლებელმა და შვიდმა მოსწავლემ მიირთვა, უცნაური გემოს მიუხედავად ნამცხვრის ერთი ნაჭერიც კი არ დარჩენილა შეუჭმელი.

სულ მალე საიდუმლო ინგრედიენტმა მოქმედება დაიწყო.

"ლოკალი" წერს, რომ მასწავლებელს ძლიერი ოფლდენა დაეწყო და თვალები გაუფართოვდა, მოსწავლეები კი უკონტროლოდ იცინოდნენ და იატაკზე ხოხავდნენ.

მეორე დღეს მოსწავლეებს მშობლებმა შარდის ანალიზი ჩააბარებინეს, შედეგად დადგინდა, რომ მათ მარიხუანა ჰქონდათ მიღებული.

ბიჭი, რომელმაც სკოლაში კექსი მიიტანა, ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა მას დისციპლინარული კომიტეტის წინაშე წარდგომა მაინც მოუხდა, სადაც, საბოლოოდ, დანაშაული აღიარა.

მომზადებულია thelocal.fr-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს