ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა

ვინ არის ქართველი ოპერის მომღერალი, რომლითაც ვაგნერის შვილიშვილი დაინტერესდა

მსოფლიოს წამყვანი საოპერო სცენების ქართველი ვარსკვლავი, ალფრედო კრაუსის სკოლის წარმომადგენელი, ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი, ათეული წლებია ესპანეთში ცხოვრობს. საოპერო სპექტაკლებში აქტიური მონაწილეობის გარდა, მისი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ჩვენს ქვეყანაში საოპერო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. დროდადრო ის საქართველოს ახალ-ახალი იდეებით, პროექტებით სტუმრობს და მალე საკუთარ ქვეყანაში საცხოვრებლად დაბრუნებასაც გეგმავს. თბილისში ჩამოსულს, კონსერვატორიაში მასტერკლასის გამართვამდე შევხვდით და მისი ცხოვრების გზა მასთან ერთად "გავიარეთ"...

- ბატონო ნუგზარ, საერთაშორისო კონკურსებში თქვენი მონაწილეობა საქართველოში მეტად დაძაბულ პოლიტიკურ და სოციალურ ფონს დაემთხვა. როგორ მოახერხეთ ამ წრის გარღვევა?

- სხვათა შორის, პირველი ვიყავი საქართველოდან, ვინც დამოუკიდებლად გააღწია საერთაშორისო კონკურსზე. ამას ხელი, პირველ რიგში, საბჭოთა კავშირის დანგრევამ შეუწყო. წარმატებულ მცდელობამდე ორჯერ ჩამჭრეს. პირდაპირ მითხრეს, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული, რომ ქვეყნის გარეთ გახვიდეთო. დავბრუნდი და მუშაობა განვაგრძე. მოგვიანებით ბარსელონაში წავედი გრან-პრი მოვიპოვე, მადრიდში კი, ტენორების კონკურსში პირველი პრემია მივიღე. გავიმარჯვე იტალიაშიც, ბელინის საერთაშორისო კონკურსზე. ესპანეთში ჩემი დებიუტი 1997 წელს, ბიზეს "კარმენით" შედგა. ამ სპექტაკლს წილად უდიდესი წარმატება ხვდა.

- ცნობილია, რომ საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში აქტიურად ხართ ჩართული... კონკრეტულად, რა ნაბიჯებს დგამთ ამ მიზნით?

- ყოველი კონცერტის დაგეგმვისას ვცდილობთ ქართული მუსიკის, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებების პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ უამრავ საქველმოქმედო კონცერტში, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. არსებობს ჩემი სახელობის ასოციაცია მადრიდში - "ვალერიანოს მეგობრები", რომელიც პერსპექტიულ მომღერლებს უწევს დახმარებას.

- მოგვიყევით, როგორ მიგიწვიათ ვაგნერის შვილიშვილმა...

- 1998 წელს ვაგნერის ფესტივალზე გავემგზავრე. როდესაც გუნდის დირიჟორმა, რობერტ ბალანშმა მომისმინა, თქვა, - ამ ადამიანს მხოლოდ გუნდში ვერ ჩავრიცხავთ, ვოლფგანგს უნდა მოვასმენინოთო. მეორე დღეს ვოლფგანგ ვაგნერმა მეუღლესთან ერთად მომისმინა და თქვა, წინასწარი კონტრაქტი მიეცით, ხელი მოაწეროსო. ხელფასი რომ დაენიშნათ, ამის გამო, გუნდშიც გამაფორმეს. დამინიშნეს პედაგოგი და სამთვიანი სტაჟირება გავიარე. მომდევნო წელს კვლავ უნდა მივსულიყავი მათთან, მაგრამ სამწუხაროდ, ვაგნერიც და მისი მეუღლეც გარდაიცვალნენ. შემდეგ გარკვეული სახის ინტრიგებისა და წინააღმდეგობის შედეგად, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. საერთოდ, ოპერის მომღერლისთვის ინტრიგების თემა საკმაოდ დიდ ბარიერს წარმოადგენს. ამ პრობლემამ ბევრი უძლიერესი მომღერალი ისე იმსხვერპლა, სცენაზე გასვლის საშუალებაც კი არ მიეცათ... ოთხი წელი ვისწავლე მეოცე საუკუნის რამდენიმე ლეგენდარულ ტენორს შორის ერთ-ერთ უდიდეს, ალფრედო კრაუსთან. მას ისეთი ტენორების გვერდით მოიხსენიებენ, როგორიც გახლავთ: პლასიდო დომინგო, ფრანკო კორელი, ხოსე კარერასი, ჯონ ვიკერსი, ლუჩანო პავაროტი. კრაუსი ამბობდა ხოლმე, - თუ ყველა ჩემი საუკეთესო სტუდენტი დიდ სცენაზე არ დგას, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩემი სტუდენტები ჰქვიათო. ეს მეტად ხმამაღალი და მამხილებელი განცხადებაა... სამწუხაროდ, მასავით გამორჩეულ ადამიანებსაც კი შეხებია ეს პრობლემა... სხვათა შორის, კერძო გაკვეთილი არასოდეს ჩაუტარებია, მე კი ოთხი წელი სრულიად უსასყიდლოდ მამეცადინა...განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება