მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა

მსოფლიო ლიდერების ფარული მხატვრული ნიჭი და პრემიერ-მინისტრი, რომლის ნახატი აუქციონზე 437 მილიონ დოლარად გაიყიდა

ალბათ ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ მსოფლიოს გავლენიანი ლიდერები, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით იყვნენ დაკავებული, ცდილობდნენ ძალაუფლების მოპოვებას ან შენარჩუნებას, ან სულაც მუდმივ ინტრიგებში იყვნენ ჩახლართულები, დრო და დრო მძიმე რეალობისგან დასასვენებლად არტ თერაპიას მიმართავდნენ... ზოგიერთი მათგანის ნახატი ისტორიას დღემდე შემორჩა, თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც თავის ნამუშევარს საიდუმლოდ ინახავდა და ასლის შექმნის კატეგორიული წინააღმდეგი იყო...

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილს დეპრესიის მძიმე ფორმა ჰქონდა. მდგომარეობიდან გამოსვლას ის მისებურად აღწერდა, - "შავი ძაღლი, რომელიც ყოველთვის ჩემთან არის". ერთ დღესაც, მან ხატვა დაიწყო. არტ თერაპიამ ის სულიერად დაამშვიდა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სურვილი და ძალა დაუბრუნა.

1921 წელს, მან ფსევდონიმით, პარიზის გამოფენაზე თავისი ნახატები გაგზავნა - ჟიურიმ მათგან 6 ტილო გამოარჩია... 6 წლის შემდეგ, ის სურათები, ხელოვნების სამეფო აკადემიაში მიიღეს. თავისი ცხოვრების განმავლობაში, მან 500-ზე მეტი ტილო დახატა. მის ნახატებზე ახლაც დიდი მოთხოვნაა. Sotheby's  – ის აუქციონზე, მისი ნახატი "პატარა ტბა ოქროს თევზებით" 437 მილიონ დოლარად გაიყიდა.

ესპანელი დიქტატორი ფრანცისკო ფრანკოც, ჩერჩილის არ იყოს, ხატვას რელაქსაციისთვის იყენებდა. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ ვახშმის შემდეგ, ის მოლბერტთან განმარტოვდებოდა და ხატავდა. თუმცა, ხელოვნებათმცოდნეები აღიარებდნენ, რომ მისი ნახატების ხელოვნებისთვის მიკუთვნება ძნელი საქმე იყო...

ამერიკის 34-ე პრეზიდენტი, დუაიტ ეიზენჰაუერი ხელოვნებით, ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში გადასვლამდე დაინტერესდა. მისი ხატვით დაინტერესებაში დიდი როლი ითამაშა მხატვარმა ტომას ედგარ სტივენსონმა, - როგორც კი ეიზენჰაუზერმა დაინახა როგორ ხატავდა მხატვარი მეუღლის პორტრეტს, მაშინვე დაინტერესდა ხატვით, - შეიძინა ფუნჯი და საღებავები. თუმცა, მაინც ჰობად დარჩა და რაღაც დროის განმავლობაში, პაუზა აიღო. წლების შემდეგ, ბრიტანელმა კოლეგამ უინსტონ ჩერჩილმა დაარწმუნა, მხატვრობას დაბრუნებოდა. ის მაშინ თითქმის 60 წლის იყო, თუმცა, მას ხელი სულაც არ შეუშლია, რომ ახალი ტემპებით შეჭიდებოდა ხელოვნებას... მთლიანობაში მან, ადამიანმა რომელმაც ძალიან დიდი დრო გაატარა სამხედრო საქმეში და მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელ მსოფლიო ლიდერებთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მუდმივად აქტიურ ცხოვრება ჰქონდა, 250-ზე მეტი ტილო დახატა. თუმცა, მის ნახატებს სერიოზულად არ აღიქვამდნენ.

მხატვრობით არის გატაცებული უელსის პრინცი ჩარლზი - ის მისთვის მხოლოდ ჰობი არ არის. The Telegraph –ის ცნობით, ის გატაცებულია ფერწერით. მას 20 წლის განმალობაში შექმნილი, სამეფო ოჯახის პორტრეტების ასლებმა, 2 მილიონ დოლარი მოუტანა... მისი ნამუშევრების გავრცელებაზე მათივე რეზიდენციის მაღაზია ჰაიგროუვ-ჰაუსი ზრუნავს, შემოსული თანხა კი, ქველმოქმედებას ხმარდება... 2013 წელს, გამოვიდა დოკუმენტური ფილმი "სამეფო ყუთი საღებავებით", რომელიც სამეფო ოჯახის წევრების სამხატვრო შესაძლებლობებს ასახავს.

ფერწერით იყო გატაცებული ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, თუმცა ფუნჯი ხელში მხოლოდ თეთრი სახლის დატოვების შემდეგ აიღო. "მე მხოლოდ მაშინ დავიწყე ხატვა, როდესაც ვწერდი წოგნს "კრაზანების ბუდე: რომანი რევოლუციურ ომზე". იმ მომენტში ჩვენ ვეძებდით შესაფერის სურათს ჩემი წიგნის გარეკანისთვის და მომინდა თავად დამეხატა იგი..." - იხსენებდა ის.

ამერიკის 39-ზე პრეზიდენტი, ძირითადად, ზეთს იყენებდა. ახლა კარტერის ნამუშევრების ფასი 250 მილიონ დოლარს აღწევს. მისი ნახატებიდან შემოსული თანხა კარტერის ცენტრში ირიცხება, რომელიც უსახლკაროებს ეხმარება.

ძნელი სათქმელია თეთრი სახლის განსაკუთრებული აურის "ბრალია" თუ არა, მაგრამ  წინამორბედების გზას არ უღალატა ჯორჯ ბუშ უმცროსმა, რომელმაც ასევე თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დაიწყო ხატვა; ამერიკული მედიის ცნობით, ბუში ახლა სერიოზულად არის გატაცებული ფერწერით, თუმცა, მანამდე, ის ძირითადად პლანშეტში ხატავდა. შემდეგ კი, ხატვის მასწავლებელს მიმართა. შედეგად, მისი ნახატები დალასში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში, "ლიდერთა ხელოვნების გამოფენაზე" აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ მის მიერ დახატულ მსოფლიო ლიდერთა პორტრეტებს შორის არის, ვლადიმირ პუტინისა და ანგელა მერკელის პორტრეტები.

სხვა მაღალჩინოსნებისგან განსხვავებით, რომელთა უმეტესებომაც ხატვა პოსტის დატოვების შემდეგ დაიწყეს, ალბანეთის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელმა, ედი რამამ თავისი კარიერა მხატვრობით დაიწყო... მან სამხატვრო განათლება ტირანში მიიღო, რის შემდეგაც სასწავლებლად პარიზში გაემგზავრა, სადაც წარმატებასაც მიაღწია. მისი ნახატები ფრანგულ ელიტურ წრეებზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებას ახდენდა. თუმცა, მას შემდეგ, სამშობლოში დაბრუნება და პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა მოუხდა. მერად არჩევის შემდეგ, მან პირველ რიგში ტირანის მრავალსართულიანი შენობები ნათელი ფერებით გადაღება.

დედოფალი ვიქტორია, რომელიც 1837-1901 წლებში, ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიას მართავდა, განტვირთვისთვის მოლბერტს იყენებდა. თუმცა, საკმაოდ სპეციფიკური ჟანრი ჰქონდა არჩეული, - ის თავისი მეგობრებისა და ახლობლების ინტიმურ პორტრეტებს ხატავდა და თავის ნამუშევრებს ფართო პუბლიკას არასდროს ანახებდა. მათი ასლების გადაღების უფლებას მხოლოდ ოჯახის წევრებსა და ძალიან ახლო მეგობრებს აძლევდა.

Daily Mail-ის ცნობით, ჟურნალისტები, რომელსაც 1840-იან წლებს, მისი შემოქმედებით ინტერესდებოდნენ, სასამართლო პროცესები ელოდათ. ვინაიდან მის ტილოებზე ინტიმური ნახატები იყო გამოსახული, შემფასებლებმა ის მხოლოდ 2012 წელს იხილეს...

რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მხატვრობით გატაცებულ მსოფლიო ლიდერებზე ისაუბრო და გვერდი აუარო XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ფიგურას - ადოლფ ჰიტლერს. თავისი კარიერა მანაც მხატვრობით დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ ვენის სახვითი ხელოვნების აკადემიაში ორჯერ ჩაიჭრა... ახალგაზრდობაში ის კედლების მოხატვითა და ღია ბარათების შექმნით ირჩენდა თავს. თუმცა, კრიტიკოსები თვლიდნენ, რომ ის ბევრად ნიჭიერი არქიტექტორი იყო, ვიდრე ფერმწერი.

ძნელი წარმოსადგენია, როგორ უთავსებდა მხატვრობას მის, რბილად რომ ვთქვათ, არაჰუმანურ იდეებს, მაგრამ თავისი ცხოვრების განმავლობაში, ფიურერმა 300-ზე მეტი სურათი შექმნა, მათი დიდი ნაწილი ბუნებისა და ქალაქების პეიზაჟები იყო. ის ხატავდა შენობებს, რათა მათი პირვანდელი სახე ტილოზე დარჩენილიყო... ახლა მისი ნახატების აუქციონზე შეძენაც შეიძლება, - მისი ერთ-ერთი ტილო "მიუნჰენის ზაქსი" 130 ათას ევროდ გაიყიდა. 2015 წლის აუქციონზე, ნაცისტური ლიდერის 14 ნახატი 400 ათას ევროდ გაყიდეს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე