ეგვიპტელი იურისტი, რომელიც მამაკაცებს ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა, დააპატიმრეს

ეგვიპტელი იურისტი, რომელიც მამაკაცებს ქალების გაუპატიურებისკენ მოუწოდებდა, დააპატიმრეს

ეგვიპტელი იურისტი, რომელიც მოუწოდებდა მამაკაცებს,  ქალები გაეუპატიურებინათ, დააპატიმრეს. ის ციხეში 3 წელს გაატარებს.

ნაბიჰ ალ-ვაჰში, ასევე, 20 ათასი ეგვიპტური ფუნტით ($1,130) დაჯარიმდა.

იურისტმა ოქტომბერში ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ მამაკაცების პატრიოტული მოვალეობაა, თუ დაინახავენ გოგონას ქუჩაში, დახეული ჯინსის შარვლით, გააუპატიურონ.

"მოგწონთ, როდესაც ხედავთ, რომ ქუჩაში გოგონას ნახევარი სხეული უჩანს? როდესაც გოგონა ასე ჩნდება საჯაროდ, მამაკაცების პატრიოტული მოვალეობაა მისი გაუპატიურება," - განაცხადა იურისტმა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ალ-ვაჰშმა ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ანტისემიტური გამოსვლის შემდეგ მას „ჰოლოკოსტზე მეოცნებე“ უწოდეს.

„თუ სადმე ებრაელი შემხვდება, მოვკლავ,“ - განაცხადა ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში იურისტმა.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს