ქეითი თუ მეგანი - რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბრიტანელი პრინცების რჩეულები

ქეითი თუ მეგანი - რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან ბრიტანელი პრინცების რჩეულები

ახლა ეს რთულად წარმოსადგენია, თუმცა ოდესღაც ქეით მიდლტონიც კი ბრიტანულმა საზოგადოებამ და დედოფალმა ელისაბედმა საკმაოდ ცივად მიიღეს. დღეს კი უკვე ცხადია, რომ ქეითმა კონსერვატორულობის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ფაქტია, რომ პრინცესა დაიანას შემდეგ ერს ასე ძალიან სამეფო ოჯახიდან არავინ შეყვარებია.

წარმომავლობა

მართალია, ლიბერალური ღირებულებებისა და დემოკრატიის ეპოქაში ვცხოვრობთ, თუმცა მონარქია მონარქიაა და აქ წარმომავლობას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არც ქეითი და არც მეგანი არისტოკრატული ოჯახიდან არ არიან, თუმცა უილიამისა და ჰარის არჩევანზე აღნიშნულ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. ქეითის ოჯახი საშუალო ფენას ეკუთვნის, დედა სტიუარდესა იყო, მამა კი - ავიადისპეტჩერი. მათ ჰყავდათ გავლენიანი ნათესავები, თავად გოგონამ კი არაჩვეულებრივი განათლება მიიღო.

რაც შეეხება მეგან მარკლს, ის აშშ-ში დაიბადა, ფილმის გამნათებლის ოჯახში. მისი აფროამერიკელი დედა იოგას ასწავლიდა. მეგანი უკვე იყო გათხოვილი და სწორედ ეს აღმოჩნდა დედოფლის უარის მიზეზი ჰარისთვის, მსახიობზე დაქორწინებულიყო. თუმცა, შვილიშვილმა შეძლო, ბებია დაერწმუნებინა, რომ მისთვის მარკლზე დაქორწინება ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

თავდაჭერის მანერა

ორივე გოგონამ შეძლო, მედიის ყურადღება მიეპყრო - ქეითს ამისთვის წლები დასჭირდა, მეგანი კი დიდი ხანია, ობიექტივების წინ მუშაობს, ის ტელესერიალის ვარსკვლავია.

მიდლტონი სწორი ეტიკეტის მოდელად არის მიჩნეული. ამის მიუხედავად, ხშირად, დადგენილ წესებს მაინც არღვევს - სხვადასხვა ღონისძიებაზე საშუალოფასიანი ბრენდების სამოსით ჩნდება. თუმცა ეს ფაქტორი მხოლოდ მის სასარგებლოდ წერს ქულებს. ქეითმა გულწრფელი ღიმილით და ელეგანტური თავდაჭერით შეძლო, მსოფლიოს სიმპათია დაემსახურებინა.

მეგან მარკლი - ძალიან კონტაქტური გოგოა, კომპლექსების გარეშე, თუმცა ეს, ჯერჯერობით, მის სასარგებლოდ არ მუშაობს. ეტიკეტის სპეციალისტები აკრიტიკებენ მსახიობის ჟესტიკულაციას, მდიდარ მიმიკას და ჩვევას - ხშირად ჰქონდეს ტაქტილური კონტაქტი ჰარისთან.

გარეგნობა

ქეითი ტიპური ბრიტანელი ქალია - ღია ფერის კანი, ფერმკრთალი ჭორფლები, მაღალია, ცისფერთვალება, ხშირი თმით.

კემბრიჯის ჰერცოგინიასთვის ბუნებრიობა მნიშვნელოვანია, მას არ ჩაუტარებია გასაახალგაზრდავებელი პროცედურები.

მეგანი - შავგვრემანი, შავთვალება გოგოა. როგორც ყველა სხვა ამერიკელი ვარსკვლავი, თავს საგულდაგულოდ უვლის და არაერთხელ მიუმართავს პლასტიკური ქირურგებისთვის. ფილერების საშუალებით მან სახის პროპორციების კორექტირება მოახდინა. ამასთან, პერმანენტულად ითეთრებს კბილებს, იგრძელებს წამწამებს... ქეითი ასეთი მანიპულაციების კატეგორიული წინააღმდეგია.

სამოსი

ქუდები და ხელთათმანები, საშუალო სიგრძის კაბები, კლასიკური სამოსი - ქეითის გარდერობში ყველაფრის ნახვა შეიძლება გარდა შარვლებისა, რომლითაც მიდლტონი ძალიან იშვიათად ჩნდება. ქეითი არასოდეს იცვამს ავანგარდულად და ულტრასექსუალურად.

მეგან მარკლის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით არის - მბზინავი სამოსი, გულამოღებული კაბები, მაღალქუსლიანი ფესაცმელი, მოკლე ქვედაბოლოები... ამ ყველაფერზე გოგონას სულ მალე უარის თქმა მოუწევს. ამას გარდა, მეგანს უკვე აუკრძალეს ფერადი მანიკური ხელებზე - მარკლს, ქეითის მსგავსად, მხოლოდ უფერო ლაკის წასმა მოუხდება.

როგორც ვხედავთ, ბუკინგემის სასახლისა და ჰოლივუდის მოდა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება.

მომზადებულია Elle-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ