ნიკოლოზ სააკაშვილი "ფეისბუქზე" მამის დაკავებას ეხმიანება - "ჰგონიათ, რომ მოუგეს"

ნიკოლოზ სააკაშვილი "ფეისბუქზე" მამის დაკავებას ეხმიანება - "ჰგონიათ, რომ მოუგეს"

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას მისი უმცროსი შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ეხმიანება.

"ჰგონიათ, რომ მოუგეს, მაგრამ სინამდვილეში დამარცხება დაიწყეს," - წერს ექს-პრეზიდენტის შვილი "ფეისბუქზე".

სოციალურ ქსელში სააკაშვილის დაკავებას ცოტა ხნის წინ მისი მეუღლე, სანდრა რულოვსიც გამოეხმაურა. რულოვსი წერს, რომ პოროშენკომ ოდესის ყოფილ გუბერნატორზე თავდასხმა განახორციელა.

"როგორც უკვე ცნობილია, პოროშენკომ დღეს კიევის ცენტრში, საცხოვრებელ ბინაში, განახორციელა ჩემს მეუღლეზე თავდასხმა. ჰგონიათ, რომ ეს არის თვეების მანძილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის დასასრული, მაგრამ სინამდვილეში ახლა იწყება ნამდვილი ბრძოლა, უკრაინაში და საქართველოში!", - წერს რულოვსი.

წაიკითხეთ: "მიშა, გამაგრდი!" - ხატია ბუნიათიშვილი მიხეილ სააკაშვილს "ფეისბუქიდან" ამხნევებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს