მიხეილ სააკაშვილი - აქ დავრჩები, ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს

მიხეილ სააკაშვილი - აქ დავრჩები, ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პარლამენტის შენობის წინ განუსაზღვრელი ვადით დარჩენას აპირებს.

"მე ჯერ აქ ვრჩები, უკრაინელ ხალხთან ერთად. აქ დავრჩები, ვიდრე ხალხი ამ ფალსიფიკატორებს არ გადააყენებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამ მომენტისთვის უკრაინის პარლამენტის შენობის წინ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიტინგი გრძელდება. პარლამენტის შენობის წინ ორიათასამდე მხარდამჭერია მობილიზებული.

საზოგადოებრივ წესრიგს 500 პოლიციელი იცავს. ამ მომენტისთვის რაიმე კონფლიქტს ან დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

წაიკითხეთ ასევე: უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს აშშ ეხმაურება

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"