სანდრა რულოვსი ქმრის მხარდასაჭერად კიევში გაემგზავრა

სანდრა რულოვსი ქმრის მხარდასაჭერად კიევში გაემგზავრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მეუღლე სანდრა რულოვსი კიევში გაემგზავრა. როგორც რულოვსმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იმედი აქვს, რომ უკრაინაში შესვლის პრობლემა არ შეექმნება.

რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რულოვსმა მას "კონფრონტაცია" უწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ვერ შეძლებს ოპოზიციური ხმა დაახშოს.

"იმედი მაქვს, რომ კიევში, როგორც ყოველთვის არ იქნება პრობლემა და შემიშვებენ, რადგან ამ ქალაქის ხშირი სტუმარი ვარ...

გუშინ იყო დიდი კონფრონტაცია. გუშინ უკრაინის მთავრობაში ეგონათ, რომ მიშას აყვანა ადვილი იქნებოდა. არ იყვნენ სათანადოდ მომზადებული და მიიღეს შედეგი. მიშას აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა. მისი მხარდაჭერა არის მზარდი და ვერ გაითვალისწინეს, რომ ასეთ ძლიერ ოპოზიციურ ხმას ვეღარ დაახშობენ. დროა, რომ მოვიდნენ გონზე", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ამბობს, რომ კარვების ქალაქს დღეს რეგიონებიდან უერთდება ხალხი. 

"მიშა რომც დაიჭირონ და ცოტა ხანი მაინც აქტიური არ იყოს, ეს პროცესი მაინც გაგრძელდება. მე ასე მჯერა, მაგრამ მიშას აქვს გამოცდილება და ყველაზე დიდი მონდომება, რომ უკრაინას დაეხმაროს კორუფციის დამარცხებაში, როგორც საქართველოს დაეხმარა, რომ მეტი პონტენციალი ეჩვენებინა მსოფლიოსთვის. ამის გეგმები აქვს. უკრაინის განვითარება უფრო სწრაფი ტემპებით შეიძლება, რადგან უფრო დიდი ქვეყანაა, ხალხი ძალიან ბევრია, ბევრი შეძლებული ხალხიც არის ვინ შეიძლება მხარში დაუდგეს. მე დიდი იმედით ვარ, რომ უკრაინის მთავრობა მოვა გონს. ჩანს ამერიკის და ევროპის მხარდაჭერა მიშას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხზე და გამჭვირვალე პროცესებზე. მე ვფიქრობ, გვაქვს დღეს შანსი, რომ მშვიდობიანი დღე იყოს და მუქარები მუქარად დარჩეს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა და დასძინა, რომ მას მიხეილ სააკაშვილის სიმართლის და ადამიანურობის სჯერა.

"მისი ბრძოლის, მისი ადამიანურობის და სიმართლის მე მჯერა. მე როგორც ვიცი, ახლა არის თავის მომხრეებთან ერთად. იმ ბანაკში, სადაც ადრე იყო. მხარდამჭერების ბანაკში, რომელიც რადასთან ახლოს არის. ცივი ამინდია და ვნახოთ, როგორ გადაიტანა ღამე", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი