სააკაშვილი - რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ჩვენს გეგმებს საღამოს დავაანონსებ

სააკაშვილი - რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ჩვენს გეგმებს საღამოს დავაანონსებ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ შეკრებილ მომხრეებს მიმართა. მისი თქმით, ის, რაც გუშინ მოხდა პოროშენკოს დასასრულისა და ახალი უკრაინის დაბადების დასაწყისია.

"მათ ისტერიულად სურთ დამაშორონ ხალხს, რომ მე არ გავაკეთო ის, რასაც ვაკეთებ. ის, რაც აქ ხდება, ეს არ არის მიხო-მაიდანი, ეს უკრაინის ბანაკია უკრაინელებისთვის. მე აქ იმიტომ ვარ, რომ ხალხს დავეხმარო. ჩვენს გეგმებს დღეს საღამოს დავაანონსებ, ჩვენი გეგმაა დანაშაულებრივი დაჯგუფებები ჩამოვაშოროთ სამართალდამცველ სტრუქტურებს და პოროშენკოს იმპიჩმენტი დავიწყოთ. გუშინ მათ პროვოკაცია მოაწყვეს. ეს იყო ძალის დემონსტრირება. პოროშენკოს სურდა ძალა ეჩვენებინა, როდესაც ჩვენ ბევრნი ვიქნებით, კანონიერად, გადატრიალებისა და ძალადობის გარეშე წესრიგსა და დემოკრატიას დავამყარებთ და ბოლოს მოვუღებთ დიქტატურას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მხარდამჭერებს სიტყვით ასევე მიმართა ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა.

"მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ოჯახის სახელით, ვინც გუშინ ჩემი მეუღლის დაკავებისას მასთან ერთად იყო. თქვენ გმირები ხართ. ქართველები თქვენზე საუბრობდნენ. გამარჯვება აუცილებლად იქნება, თუმცა ბრძოლის გარეშე არაფერი გამოვა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"