ბაჩო ახალაია - არასდროს მითქვამს, რომ წმინდანი ვარ

ბაჩო ახალაია - არასდროს მითქვამს, რომ წმინდანი ვარ

არასდროს მითქვამს, რომ წმინდანი ვარ, მაგრამ ყველა კითხვაზე გამაჩნია პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ბაჩო ახალაიამ "რუსთავი 2"–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ბაჩო ახალაიამ განაცხადა, მას კითხვებზე პასუხების გაცემის საშუალება არ მიეცა.

"დღეს საზოგადოებამ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღო. სწორედ ეს არის ჩემი დაკავების ამოცანა, რომ არც ერთ კითხვაზე პასუხის გაცემის საშუალება არ მქონოდა. მე არასდროს მითქვამს, რომ წმინდანი ვარ, ან განსაკუთრებული ადამიანი, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, ყველა კითხვაზე გამაჩნია პასუხი. ეს არის პრინციპის საკითხი. მე ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს. ბრალდებები, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემ მიმართ ისმოდა, იყო არა მხოლოდ უსამართლო, არამედ ძალიან სამარცხვინო ", – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"მათ დაასახელეს მოტივი - უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო" - რას წერს დავით ბერძენიშვილი თამარ კორძაიასა და ლევან ბერძენიშვილის პარტიიდან გასვლაზე?