კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ათი ათასი ადამიანია შეკრებილი. ამის შესახებ ტელეარხი NewsOne იუწყება.
აქციის მონაწილეებს მიხეილ საკაშვილის მხარდამჭერი პლაკატები უჭირავთ. აქციის ლოზუნგია „ოლიგარქებისა და ბარიგების თვითნებობისა და კორუფციის წინააღმდეგ“.
აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედნისკენ აპირებენ დაძვრას, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას და გენერალური პროკურორის გადაყენებას მოითხოვენ.
აქციაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, თუმცა ისინი კოლონის მსვლელობას ხელს არ უშლიან. აქცია ექსცესებისა და ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს.