ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის კომენტარი აფეთქების შედეგად დაშავებულებზე

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.

მოხუცი ქალბატონი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. როგორც მალხაზ ხალვაში ამბობს, ქალბატონს თავის არეში შემავალი ჭრილობა აქვს, ამავდროულად II-III ხარისხის დამწვრობა აღენიშნება.

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა შვიდამდე აღწევს. როგორც მინისტრი ამბობს, აქედან ერთ-ერთმა მოქალაქემ დაზიანება ქუჩაში გადაადგილების დროს მიიღო.

„აფეთქების შედეგად დაშავებულების სიცოცხლეს საფთხე არ ემუქრება. ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულთაგან ორი მცირეწლოვანი ბავშვია, თუმცა მათ განსაკუთრებული დაზიანება არ აღენიშნებათ“, - აცხადებს ზაალ მიქელაძე.

ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა.