მასწავლებელი, რომლის კლასშიც ბულინგი არასოდეს ხდება - უნიკალური მეთოდი ძალადობის აღსაკვეთად

მასწავლებელი, რომლის კლასშიც ბულინგი არასოდეს ხდება - უნიკალური მეთოდი ძალადობის აღსაკვეთად

ყოველ პარასკევს მათემატიკის მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ფურცელზე დაწერონ ოთხი კლასელის სახელი, ვის გვერდზეც მომდევნო კვირას დასხდებოდნენ გაკვეთილების დროს.

ამასთან, ბავშვებმა უნდა დაასახელონ თანაკლასელიც, რომელიც გასული კვირის მანძილზე ყველაზე კარგი მეგობარი იყო მათთვის.

მოსწავლეები ფურცლებს ანონიმურად აძლევენ მასწავლებელს.

როდესაც გაკვეთილები დასრულდება, მასწავლებელი, კეტი პიტი, აგროვებს ფურცლებს, მაგიდაზე შლის და გაანალიზებას იწყებს - რომელი ბავშვების გვერდით არ სურს არავის დაჯდომა, ან - რომელმა ბავშვმა არ იცის, ვის გვერდით უნდა ჯდომა; რომელი მოსწავლე დაასახელა უმეტესობამ კვირის "ყველაზე კარგ მეგობრად", რომელი ბავშვები დარჩნენ თანაკლასელების ყურადღების მიღმა...

რა თქმა უნდა, პიტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა სულაც არ ემსახურება, ყველაზე სასურველი თანაკლასელების რეიტინგის შედგენას. მასწავლებელი ცდილობს, გამოავლინოს ბავშვები, რომლებიც მარტოსულად გრძნობენ თავს, რომელსაც თანაკლასელები აიგნორებენ, ან თავად უჭირთ ურთიერთობა სხვებთან. ამის შემდეგ კი ის მარტივად ხვდება, ვინ არის მოძალადე და ვინ - ბულინგის მსხვერპლი.

კეტი პიტი დარწმუნებულია, რომ ხილული ბულინგი შინაგანი მარტოობის შეგრძნებით იწყება. ის ცდილობს, საჭირო სიგნალები ბავშვების მცირე ასაკში დაიჭიროს, რომ დროულად შეძლოს დახმარება, ვიდრე მოსწავლეები გახდებიან მოძალადეები, ან - ძალადობის მსხვერპლნი.

კეტი წელს პენსიაზე გავა, მან უამრავი წელი გაატარა სკოლის კედლებში და ბავშვების სულიერ თუ ინტელექტუალურ აღზრდაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

მომზადებულია Newsner.com-ის მიხედვით

დეკანოზი შალვა კეკელია - "ნაცმოძრაობა" წინამძღვრებს უცხოეთში ასვენებდა, მერე ვიდეოს უღებდნენ... თუ  მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს გაასაჯაროებდნენ"

მაკო გომური - "ექსპერტიზის კითხვა გადმომცეს - დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო?"

"ბიუ-ბიუს" ხელმძღვანელის კომენტარი მათ პროდუქციაში სალმონელას გამოვლენასთან დაკავშირებით